როგორ ახერხებენ რესტორნები რეკომენდაციების დაცვას და როგორ იცვლება სარესტორნო ბიზნესი

და­ხუ­რულ­მა კვე­ბის ობი­ექ­ტებ­მა გახ­სნის ნებარ­თვა 8 ივ­ნი­სი­დან მი­ი­ღეს. თუმ­ცა მათ, ვი­საც საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა სურს, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის საკ­მა­ოდ დიდი ნუს­ხა უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ. კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში იც­ვლე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი რამ, მათ შო­რის, დის­ტან­ცია მა­გი

­დებ­სა და სკა­მებს შო­რის, ერთ მა­გი­დას­თან ადა­მი­ა­ნე­ბის დაჯ­დო­მის დაშ­ვე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა, სა­რეს­ტორ­ნო ინ­ვენ­ტა­რის მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბი…

კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სრუ­ლად დაც­ვა მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის. რეს­ტორ­ნე­ბის ფე­დე­რა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით კი, რეს­ტორ­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 30% უბ­რა­ლოდ ვერ გა­იხ­სნე­ბა.

რეს­ტო­რა­ნი „ჩემო კარ­გო“ ერთ–ერ­თია მათ შო­რის, რომ­ლის ღია სივ­რცე­ე­ბიც პირ­ველ ივ­ნისს გა­იხ­სნა, და­ხუ­რულ­მა დარ­ბა­ზებ­მა კი 8 ივ­ნი­სი­დან და­ი­წყო ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. რო­გორც რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლის „ჩემო კარ­გოს“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი სა­ლო­მე მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, მათ­თან სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უკვე იყ­ვნენ შე­სა­მოწ­მებ­ლად და და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღეს. რეს­ტორ­ნე­ბის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა და აღ­ნიშ­ნუ­ლის ბიზ­ნეს­ზე გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად სწო­რედ სა­ლო­მე მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

რო­გო­რია ის ძი­რი­თა­დი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რეს­ტორ­ნებ­მა უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ?

8 ივ­ნი­სამ­დე მხო­ლოდ ღია სივ­რცის გახ­სნის უფ­ლე­ბა გვქონ­და. რვი­დან კი და­ხუ­რუ­ლი და­რა­ბა­ზე­ბიც გა­იხ­სნა. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ასე­თია: მა­გი­დებს შო­რის და­შო­რე­ბე­ბი უნდა იყოს 2 მ. სკა­მებს შო­რის მან­ძი­ლი – 1 მ. ერთ მა­გი­დას­თან მხო­ლოდ 6 ადა­მი­ანს შე­უძ­ლია დაჯ­დო­მა, გა­მო­ნაკ­ლი­სია ერთი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და 12 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი. და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ყვე­ლას­თვის, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის­თვი­საც და სტუმ­რე­ბის­თვი­საც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა პირ­ბა­დის ტა­რე­ბა. ის სტუმ­რე­ბი, ვინც ღია სივ­რცე­ში გან­თავ­სდე­ბი­ან, შე­ნო­ბის გა­დაკ­ვე­თის ან სა­პირ­ფა­რე­შო­ში შეს­ვლის დრო­საც ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან პირ­ბა­დე გა­ი­კე­თონ.

ტემ­პე­რა­ტუ­რა სპე­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­უ­რი სა­ზო­მით ეზო­მე­ბა ყვე­ლა შე­მომ­სვლელს, მათ შო­რის, თა­ნამ­შრომ­ლებ­საც. თუ ვინ­მეს 37 ან მეტი აღ­მო­აჩ­ნდა, მას შე­მოს­ვლის უფ­ლე­ბა არ აქვს. ჩვენ კი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს მი­ვა­წო­დოთ. ამ დრომ­დე მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

სივ­რცე­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც ყვე­ლა შე­მომ­სვლე­ლის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. ასე­ვე გვაქვს პირ­ბა­დე­ე­ბის მა­რა­გი, რომ სტუ­მარს თუ თა­ვი­სი არ ექ­ნე­ბა შე­მოს­ვლი­სას პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნას.

თი­თო­ე­უ­ლი ეს წესი და რე­კო­მენ­და­ცია გა­მოკ­რუ­ლია შე­მო­სას­ვლელ­ში თვალ­სა­ჩი­ნო ად­გილ­ზე, რომ ყვე­ლა გა­ეც­ნოს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ი­ცა მე­ნი­უს­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორ და­ა­რე­გუ­ლი­რეთ ეს სა­კი­თხი?

გა­ი­ცა რე­კო­მენ­და­ცია, რომ კვე­ბის ობი­ექ­ტებს ვირუ­სის გა­და­დე­ბის რის­კის მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­სამ­ცი­რე­ბად გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა ერთჯე­რა­დი მე­ნი­უ­ე­ბი. თუმ­ცა ჩვენ მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა არა ერთჯე­რა­დი, არა­მედ ლა­მი­ნი­რე­ბუ­ლი მე­ნიუ. ეკო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით ერთჯე­რა­დი მე­ნი­უ­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ქა­ღალ­დის გა­მო­ყე­ნე­ბის ბრუნ­ვა საკ­მა­ოდ დიდი იქ­ნე­ბა და არ გვინ­და, გა­რე­მო­ზე ზი­ა­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ამით გავ­ზარ­დოთ.

მე­ნი­უ­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სის­ტე­მა ასე­თია: გა­ვა­კე­თეთ და­ნომ­რი­ლი ლა­მი­ნი­რე­ბუ­ლი მე­ნი­უ­ე­ბი. სპე­ცი­ა­ლურ ჟურ­ნალ­ში აღ­ვრი­ცხავთ, რო­მე­ლი ნო­მე­რი მე­ნიუ რო­მელ­მა მიმ­ტან­მა რო­მელ მა­გი­დას­თან გა­მო­ი­ყე­ნა და შემ­დეგ რო­მელ სა­ათ­ზე ჩა­უ­ტარ­და მას დე­ზინ­ფექ­ცია. თი­თო­ე­უ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის მერე სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მოხ­დე­ბა მათი დე­ზინ­ფექ­ცია.

კი­დევ ერთი სი­ახ­ლე, რაც მომ­ხმა­რე­ბელს მა­თი­ვე უსაფრ­ხო­ე­ბის­თვის შევ­თა­ვა­ზეთ, არის ონ­ლა­ინ მე­ნიუ. QR კო­დის სა­შუ­ა­ლე­ბით მათ შე­ეძ­ლე­ბათ და­ას­კა­ნე­რონ მე­ნიუ და ისე შეგ­ვიკ­ვეთნ, რომ ფი­ზი­კუ­რად არ შე­ე­ხონ მე­ნი­უს.

მომ­ხმა­რებ­ლებს ტრა­დი­ცი­უ­ლად კვლავ შე­უძ­ლია მა­გი­დი­სა და მე­ნი­უს ონ­ლა­ინ და­ჯავ­შნა.

კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის გარ­თუ­ლე­ბუ­ლი წე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხომ არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ფა­სე­ბის ზრდა? „ჩემო კარ­გო“ ამ ეტა­პის­თვის ინარ­ჩუ­ნებს არ­სე­ბულ ფა­სებს?

მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ფა­სე­ბი არა თუ გავ­ზარ­დეთ, არა­მედ შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვამ­ცი­რეთ. მე­ნი­უ­ე­ბი 20%–25%–ით გა­ი­აფ­და და მი­ნი­მა­ლურ მარ­ჟა­ზეა რო­გორც ბე­ლი­აშ­ვი­ლის, ისე სხვა ობი­ექ­ტებ­ზე. აქ­ცია გვაქვს ლუდ­ზეც და მა­საც 25%–იანი ფას­დაკ­ლე­ბით ვთა­ვა­ზობთ მომ­ხმა­რე­ბელს. ეს არის ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი.

აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო ერთი ფაქ­ტი, რომ ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად იგი­ვე რჩე­ბა ხა­რის­ხი. ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი ყო­ველ­თვის იყო ნა­ტუ­რა­ლუ­რი, ქარ­თუ­ლი, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცია ხშირ შემ­თხვე­ვა­ში პირ­და­პირ სოფ­ლე­ბი­დან. ეს მიდ­გო­მა უც­ვლე­ლი რჩე­ბა.

თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა ხომ არ მოხ­და?

მარ­თა­ლია, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი თა­ნამ­შრომ­ლებს უსამ­სა­ხუ­როდ მო­უ­წი­ათ დარ­ჩე­ნა, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში ბრუნ­დე­ბა. არც ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი არ გაგ­ვიშ­ვია, ყვე­ლა კად­რი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ. მათ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვეხ­მა­რეთ სა­ხელ­მწი­ფო დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა­შიც.

რეს­ტორ­ნე­ბი შე­მოწ­მე­ბას რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით გავ­ლი­ან?

პირ­ველ ივ­ნისს, გახ­სნის დღეს­ვე ჩვენ­თან მო­სუ­ლი იყო სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი და პირ­ვე­ლი შე­მოწ­მე­ბა უკვე გა­ვი­ა­რეთ. ზო­გა­დად, აღ­ნიშ­ნულ სამ­სა­ხურ­თან აქამ­დეც აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გვქონ­და და ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის დე­ტა­ლე­ბი კარ­გად იცი­ან. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, გვენ­დო­ბი­ან, იცი­ან რომ ჩვენ­თან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა და პირ­ვე­ლი ჩვენ­თან ამი­ტო­მაც მო­ვიდ­ნენ შე­სა­მოწ­მებ­ლად. შე­მოწ­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მათ ვებგ­ვერ­დზეც არის გან­თავ­სე­ბუ­ლი.

შე­მოწ­მე­ბას ექ­ნე­ბა პე­რი­ო­დუ­ლი სახე, თუმ­ცა ეს არ იქ­ნე­ბა გეგ­მი­უ­რი და რეს­ტორ­ნებს არ ეცო­დი­ნე­ბათ, რო­დის მოხ­დე­ბა მათი შე­მოწ­მე­ბა.

შიდა შე­მოწ­მე­ბა რო­გორ ხდე­ბა? სპე­ცი­ა­ლუ­რი კად­რი არ­სე­ბობს, ვინც თი­თო­ე­უ­ლი ამ რე­კო­მე­და­ცი­ის შე­მოწ­მე­ბას აკონ­ტრო­ლებს?

ჩვენ აქამ­დეც გვყავ­და მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის მე­ნე­ჯე­რე­ბი, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა ახლა უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი გახ­და. ხა­რის­ხის კონ­ტო­ლის მე­ნე­ჯე­რი პრო­დუ­ქე­ბის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბას და უსაფრ­თხო­ე­ბას ამოწ­მებს. ახლა უკვე ორ­მა­გი ენერ­გი­ი­თა ჩარ­თუ­ლი სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში. მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი კი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის კუ­თხით აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლის კონ­ტროლს ახ­დენს.

ზო­გა­დად, გამ­კაც­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­ზე? სტუმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბას ელო­დე­ბით?

ეპი­დე­მი­ამ სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­ზე უკვე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. ჩვენ­თვის აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი არის ხოლ­მე მარ­ტი–ივ­ნი­სი, რისი უდი­დე­სი ნა­წი­ლიც და­კე­ტი­ლე­ბი ვი­ყა­ვით. შე­სა­ბა­მი­სად, გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პი შე­ჩე­რე­ბუ­ლია და მისი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, ალ­ბათ, ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

ჩვე­ნი გათ­ვლე­ბით, სტუმ­რე­ბის ის რა­ო­დე­ნო­ბა არ გვე­ყო­ლე­ბა, რაც იყო ხოლ­მე. სა­ერ­თო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ბევ­რი თავს იკა­ვებს სახ­ლი­დან გას­ვლის­გან. თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, ვი­საც კა­რან­ტი­ნის შემ­დეგ უბ­რა­ლოდ სა­დღაც გას­ვლა და დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ტა­რე­ბა სურს. ამი­ტომ სტუმ­რე­ბის გარ­კვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას სტი­ბი­ლუ­რად ვე­ლო­დე­ბით იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი ჩვენ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლია.

ხოლო მათ­თვის, ვინც სახ­ლში დარ­ჩე­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს, ჩვე­ნი მი­ტა­ნის სერ­ვი­სი კვლავ აქ­ტი­უ­რია.

ჩვე­ნი სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია: www.chemokargo.ge ან +995 571 10 30 10